უცხოური მედია

კიევის ოლქიდან ბელარუსში მოპარული ავტომობილების კოლონა მიდის

რუსი ოკუპანტების მიერ მოპარული ავტომობილების კოლონა კიევის ოლქიდან ბელარუსისკენ გადაადგილდება. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება. ინფორმაციას racurs.ua ავრცელებს.

კოლონაში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები და მიკროავტობუსები შედის. ასევე ოკუპანტებს სხვადასხვა მოპარული ნივთებიც გააქვთ. 

ყველაზე მძიმე ბრძოლები ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. გასულ დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამი რუსული ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი და ორი ავტომობილი გაანადგურეს. ასევე მათ ჩამოაგდეს „ორლან-10“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,200 ნახვა
%d bloggers like this: