უცხოური მედია

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საწყობი იწვის

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საჰაერო დაბომბვმამ გამოიწვია.

„ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, – წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ მხარეს ეკუთვნის ვერტმფრენი, რომელიც დაბომბვის დროს ვიდეოკამერებმა აღბეჭდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, საფრენი აპარატები უკრაინის საკუთრება არ არის. არის ვერსია, რომ რუს პილოტს დაბომბვის ობიექტი შეეშალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,286 ნახვა
%d bloggers like this: