პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები მალე უკრაინის ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას შეეცდებიან და რუსეთი ამას მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციის გასაძლიერებლად გამოიყენებს.
„ვხედავ რუსული ჯარების გადაჯგუფებასა და რეორგანიზებას. ვფიქრობ, მალე შეეცდებიან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას, კერძოდ დონბასში. ხოლო შემდეგ უკრაინაში ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას. მათ მოლაპარაკებების ამ ძალიან ძლიერი პოზიციიდან წარმართვა სურთ“, – აცხადებს მატეუშ მორავეცკი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ დამანგრეველი სანქციების დაწესება.
„მოსკოვს ეშინია გრძელვადიანი სანქციების. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი აქტივების ჩამორთმევას და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევწყვიტოთ რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.