პოლიტიკა

ირმა ზავრადაშვილი “მთავარ არხს”: ჩემი სურვილია, ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე, როგორ აშავებთ, თქვენი მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზიები

Nusagi

,,საარჩევნო კანონმდებლობით სიების ქონის უფლება აქვს ყველას, ყველა პარტიას. ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერი ვარ, რა თქმა უნდა, მე არც ზეწოლას ვახდენ, არც აგიტაციას ვეწევი, არც სიმბოლიკით ვარ დატვირთული,’’ – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა ტელეკომპანია ,,მთავარის’’ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რატომ იყო ბათუმში ჩასული.

როგორც ზავრადაშვილმა განაცხადა, მისი სურვილია დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს რას აშავებს მე-5 კოლონის პარტია.

,,ჩემი სურვილია, რომ ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე როგორ აშავებთ, თქვენი მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზიები, მაგიტომ ვარ აქ,’’ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,800 ნახვა
%d bloggers like this: