პოლიტიკა

ლადო მგალობლიშვილი: „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა

Nusagi

„ლელო“ და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლადო მგალობლიშვილი ცესკო-ს წევრის გიორგი სიორიძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

ლადო მგალობლიშვილმა სიორიძის განცხადებას არაკომპეტენტური და პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას გიორგი სიორიძე ცესკო-ს თავმჯდომარედ სურდა.

„მინდა გამოვეხმაურო ცესკოს წევრის სიორიძის განცხადებას, რომელიც გახლავთ „ლელოდან“, თუმცა, „ლელო“ და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ განცხადებით. ოპოზიცია აპელირებდა, რომ მათ უნდოდათ ყოლოდათ ცესკო-ს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი სიორიძე რომ ყოფილიყო ცესკო-ს თავმჯდომარე და მსგავსი პროვოკაციული განცხადებები გაეკეთებინა, წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა ეს სამარცხვინო, არაკომპეტენტური და პროვოკაციული განცხადება“ – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,015 ნახვა
%d bloggers like this: