პოლიტიკა

ოკუპანტები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს ტოვებენ და მთელ ამ ტერიტორიას ნაღმავენ, ცხედრებსაც კი ნაღმავენ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან ნელი ტემპით, თუმცა ოკუპანტები გადიან. მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ადგილობრივებს მტრისგან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ შესაძლოა დაბომბვა გაგრძელდეს.

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატოვებულ ნაღმებზე, რაც მისი თქმით, მოულოდნელ და დიდ საფრთხეს ქმნის.    

“ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკუპანტებს ძალები გაჰყავთ. გაყვანა ნელია, თუმცა შესამჩნევი. ზოგან მათ ბრძოლებიდან აძევებენ, ზოგან დამოუკიდებლად ტოვებენ პოზიციებს. პირველ რიგში, დაბომბვა შეიძლება გაგრძელდეს. მეორე, მთელ ამ ტერიტორიას ნაღმავენ. ასევე ნაღმავენ სახლებს, აღჭურვილობას, გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებსაც კი. ძალიან ბევრი ნაღმია, ძალიან ბევრი სხვა საფრთხეა. ჩვენ წინ მივდივართ, ფრთხილად მივიწევთ და ყველა, ვინც ამ მხარეში ბრუნდება, ასევე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს! ჯერ კიდევ შეუძლებელია, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება. დაველოდოთ ჩვენი მიწის გაწმენდას, დაელოდეთ, სანამ დარწმუნდებით, რომ ახალი დაბომბვა შეუძლებელია,” – განაცხადა ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას.

ჩრდილოეთის გარდა ზელენსკიმ უკრაინის აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ქვეყნის ამ ნაწილში უკიდურესად მძიმეა.

“ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რუსი სამხედროები დონბასში, ხარკოვის მიმართულებით გროვდებიან, ახალი ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ჩვენ, კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის ვემზადებით. ჩვენ, აუცილებლად ყველა, როგორც შიდა, ასევე გარე შესაძლებლობებს ვიყენებთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – წინ მძიმე ბრძოლები გველის. ახლა ვერ ვიფიქრებთ, რომ ყველა გამოცდა უკვე ჩავაბარეთ. ჩვენ ყველანი ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მაგრამ როცა მოვა, ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა მოდის,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,299 ნახვა
%d bloggers like this: