უცხოური მედია

რუსეთში იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი ესტონეთში მიემგზავრება

უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში იძულებით წაიყვანეს, ესტონეთში მიემგზავრებიან, – ამის შესახებ ესტონური მედია იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი მარიუპოლიდაა და ესტონეთში პეტერბურგის გავლით მიემგზავრება.

ესტონეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლის ერთადერთი საშუალება ამჟამად მხოლოდ ავტობუსია.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ ესტონეთში 25 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,632 ნახვა
%d bloggers like this: