Uncategorized

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს – არიან დაშავებულები

გასულ ღამეს დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„ღამის სარაკეტო დარტყმები დნეპროპეტროვსკის რეგიონში – დნეპრში, რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა, რომელსაც სერიოზული ზიანი მიადგა. შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა“, – წერს ვალენტინ რეზნიჩენკო თავის Telegram-არხზე.

გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რუსებმა დარტყმა კრივოი-როგსაც მიაყენეს. რაკეტები ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ცნობისთვის, UNIAN-ის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 4 რუსული რაკეტა და 1 დრონი ჩამოაგდო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,540 ნახვა
%d bloggers like this: