პოლიტიკა

“ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ”- მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება

Nusagi

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება – აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც მაია სანდუ ამბობს, მოლდოვა დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, სანქციების დაწესება კი თავად მოლდოვას დააზარალებს.

“ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ. მოლდოვას არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა. მოლდოვას ხელისუფლება გმობს რუსეთ-უკრაინის ომს და ვითარების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს. რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და სახელმწიფოს მყიფე ეკონომიკის გათვალისწინებით, რუსეთისადმი სანქციებით თავად მოლდოვა დაზარალდება. მოლდოვა შეინარჩუნებს ნეიტრალურობას და არ შეუერთდება სანქციებს,”-აცხადებს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,402 ნახვა
%d bloggers like this: