პოსტები სოციალური ქსელიდან

ზელენსკიმ გააკეთა, ის რაც სააკაშვილმა 2008 წელს, გმირობანას ხიბლში ჩავარდნილებმა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაწირეს – დავით ჩიხელიძე

Nusagi

„ერთ თვეზე მეტი გავიდა, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის შემდეგ, დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტი ხდება ცნობილი, როგორც ომის დაწყების შესახებ, ასევე, ომამდე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, ზელენსკი ომის საშიშროების შესახებ არაერთგზის გააფრთხილეს, უფრო მეტიც, მას კონკრეტული გზა შესთავაზეს, რომლითაც ომის თავიდან აცილება შეეძლო, მაგრამ როგორც ირკვევა, ზელენსკიმ მშვიდობას ომი არჩია“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო რთულ ვითარებაში იმყოფება, ფასდაუდებლად მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სწორი პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს, მეორეს მხრივ კი მოქმედებს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით:

„დიდი ალბათობით, ზელენსკი ხელს ზუსტად იმ შეთანხმებას მოაწერს, რომელსაც მას ევროპა და ამერიკა ჯერ კიდევ ომამდე სთავაზობდა, ეს არის სამხედრო ნეიტრალიტეტი. რა მოიგო ზელენსკიმ ომით? სრულად განადგურებული რამდენიმე ქალაქი, განადგურებული ეკონომიკა, კოლოსალური ფინანსური ზარალი (დაახლოებით 800-900 მილიარდი დოლარი), ადამიანური დანაკარგი, რომლის შეფასება შეუძლებელია და რამდენიმე მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი. ზელენსკიმ გააკეთა, ის რაც სააკაშვილმა 2008 წელს, გმირობანას ხიბლში ჩავარდნილებმა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაწირეს. დღეს, როდესაც მსოფლიო რთულ ვითარებაში იმყოფება, ფასდაუდებლად მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს, მეორეს მხრივ კი მოქმედებს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ატარებს რა სწორ, პრაგმატულ, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, შედეგი კი ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და განვითარებაა“,  – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,382 ნახვა
%d bloggers like this: