უცხოური მედია

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: არახამიას ოპტიმიზმს სამწუხაროდ, არ ვიზიარებ

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინისკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ მან „ინტერფაქსთან“ ისაუბრა.

მედინსკის განმარტებით, ის მოლაპარაკების დრაფტისა და უფრო მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით დავით არახამიას მიერ გამოთქმულ ოპტიმიზმს არ იზიარებს.

„შეთანხმების პროექტისა და მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით არახამიას ოპტიმიზმს სამწუხაროდ არ ვიზიარებ. ჩვენ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. და მე ვხედავ, რომ უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო უწყებები ძალიან ჩამორჩებიან იმ შეთანხმებების რეალიზების პროცესშიც კი, რომლებიც უკვე მიღწეულია პოლიტიკურ დონეზე“, – განაცხადა მდინსკიმ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უკრაინა რიალისტურად უდგება მთელ რიგ საკითხებს. მედინსკის თქმით, პირველ ეტაპზე შეთანხმებულ საკითხებად რჩება: უკრაინის ნეიტრალური, უბლოკო და არაბირთვული სტატუსი; უარი უცხოური სამხედრო ბაზების, ჯარების, შეტევითი იარაღის განთავსებაზე, მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებასა და წარმოებაზე; გარანტორი სახელმწიფოების ნებართვით უცხოური ჯარების მონაწილეობით წვრთნების ჩატარება; უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სისტემის შექმნა.

შეგახსენებთ, უკრაინის მხრიდან მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთმა ზეპირი თანხმობა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია. ამასთან არახამიას თქმით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა დიდი ალბათობით, სტამბოლში გაიმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,211 ნახვა
%d bloggers like this: