უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული სამხედრო ძალების სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საბჭო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზოგიერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოგდო, თუმცა ზოგიერთმა მიზანს მაინც მიაღწია.
„ოდესას თავს ციდან დაესხნენ. ზოგიერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ზოგიერთ რაიონში ხანძარი გაჩნდა“, – ნათქვამია ოდესის ქალაქის საბჭოს განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით ოდესაში ნავთობის საწვავს გაუჩნდა ცეცხლი. თვითმხილველების განცხადებით, მათ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე გამთენიისას 6 აფეთქების ხმა გაიგონეს.
ამ დრომდე უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.
Facebook Comments Box