უცხოური მედია

„უოლ სტრიტ ჯორნალი“ – ომის დაწყებამდე, შოლცმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას უნდა გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმების დაცვაში პუტინის ნდობა არ შეიძლებოდა და უკრაინელების უმეტესობას ნატო-ში სურდა

Nusagi

ამერიკულმა გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალმა” უკრაინაში ომის დაწყებამდე ევროკავშირს, კიევსა და მოსკოვს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები გაასაჯაროვა.

როგორც გამოცემა წერს, 15 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეხვედრა გამართა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უკმაყოფილება ნატო-ს მიმართ, რომ ალიანსმა რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში იარაღის სისტემები განათავსა და ასევე გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ რუსები, უკრაინელები და ბელარუსები ერთი ხალხია, რომელთა გაყოფა შემთხვევით, პოლიტიკური ჩარევით მოხდა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა პუტინს განუცხადა, რომ საერთაშორისო წესრიგი ეფუძნება არსებული საზღვრების აღიარებას, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ და როდის დადგინდა ისინი. გამოცემის ცნობით, შოლცმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დასავლეთი არასოდეს მიიღებს ევროპაში აღიარებული საზღვრების ცვლილებას და სანქციები იქნება სწრაფი და მკაცრი, ხოლო გერმანიასა და რუსეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა დასრულდება.

როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი” წერს, გერმანიის კანცლერმა კონფლიქტის არიდება ბოლოს 19 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე სცადა. გამოცემის ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენში განუცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკური მისწრაფებებზე, ნატო-ს წევრობაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, დასავლეთსა და რუსეთს შორის დადებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში. როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი” წერს, ამ შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერათ ვლადიმერ პუტინს და ჯო ბაიდენს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას.

გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ უპასუხა შოლცს, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლებოდა ასეთი შეთანხმების დაცვის საკითხში და რომ უკრაინელების უმეტესობას სურდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის პრეზიდენტის პასუხმა გერმანიის ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია, რადგან მშვიდობის შენარჩუნების შანსები მცირდებოდა. გამოცემა წერს, რომ ამის მიუხედავად, მათ სჯეროდათ, რომ პუტინი გააგრძელებდა სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვრებზე, რათა მოეხდინა ქვეყნის ეკონომიკის დასუსტება და შემდეგ მოეხდინა ოკუპაცია, თუმცა, პუტინმა რადიკალური ვარიანტი აირჩია.

გამოცემის ცნობით, 20 თებერვალს ვლადიმერ პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი ესაუბრა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა ეღიარებინა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგან „კიევში ფაშისტებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება, ხოლო ნატო-მ არ უპასუხა მის მიერ ინიცირებულ უსაფრთხოების წინადადებებს და გეგმავდა ბირთვული რაკეტების განთავსებას უკრაინაში“.

1tv.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,059 ნახვა
%d bloggers like this: