უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. მითითებულ მოწყობილობას აწარმოებენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ან სანქციები აქვთ დადებული რუსეთზე, ან რომლებსაც რუსეთისთვის გადასაცემად საქართველოს დერეფანი არ სჭირდებათ,- ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს მისამართით.
„ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. ამდენად, თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია. კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“,-წერს ვაშაკიძე.
Facebook Comments Box