პოლიტიკა

პასუხი ზელენსკის: ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს და აცხადებს, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს.

„ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ყოფილი კანცლერის ოფისის განცხადებაში.

3 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა მათ დაენახათ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას. მისი თქმით, 2008 წელს ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს რუსეთის მიმართ აბსურდული შიში ჰქონდა.

ანგელა მერკელის ოფისში ასევე განაცხადეს, რომ ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში სისასტიკის გათვალისწინებით, ყოფილი კანცლერი მხარს უჭერს ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, გვერდში დაუდგეს უკრაინას და ბოლო მოეღოს ბარბაროსობასა და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,800 ნახვა
%d bloggers like this: