უცხოური მედია

„რუსული საზომის“ იდეოლოგია იგივეა, რაც ნაციზმის იდეოლოგია – უკრაინელი მიტროპოლიტი

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე სოციალურ ქსელში უკრაინის გათავისუფლებული ქალაქებიდან გავრცელებულ მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის ამსახველ ფაქტებს ეხმაურება

მისი თქმით, კირილ გუნდიევმა უკვე გააკეთა არჩევანი ანტიქრისტეს საქმეების სასარგებლოდ.

„მადლობა უკრაინის მამაც დამცველებს და ღვთის შეწევნით, მთელი კიევის რეგიონი გაწმენდილია მტრისგან.  კიევის ჩრდილოეთ რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში, ირპენში, ბუჩაში, გოსტომელში და სხვებში, ნაპოვნია მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები. მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა გენოციდის ნიშანია. 

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, ვინც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გაიგო სიმართლე ან არ უნდა მისი გაგება: „რუსული საზომის“ იდეოლოგია იგივეა, რაც ნაციზმის იდეოლოგია. ის ამართლებს ძალადობას, მკვლელობას, ომს და გენოციდს და ამიტომ უნდა იყოს უარყოფილი და დაგმობილი ისევე, როგორც დაგმობილია ნაციზმი, მისი იდეოლოგები და მისი დანაშაულები.

ამ კრიმინალური იდეოლოგიის თანაშემქმნელები და ლიდერები არიან მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელი კირილ გუნდიაევი და მისი თანამოაზრეები. ის თავის ქვეშევრდომებთან ერთად არა მხოლოდ ყველანაირად ანთებდა ამ ცეცხლს, არამედ აშკარად აკურთხებდა ჯალათებს და მკვლელებს  საკუთარი ყალბი ბაგეებით ღვთისა და ეკლესიის სახელით მათი ბინძური საქმისთვის.

კირილ გუნდიევმა უკვე გააკეთა არჩევანი ანტიქრისტეს საქმეების სასარგებლოდ. მოვუწოდებ მათ, ვისაც ის ჯერ კიდევ მწყემსად ჰყავს – გაახილეთ თვალები, შეხედეთ მისი მოძღვრების შხამიან ნაყოფს, განშორდით ურჯულოებს, ნუ იქნებით მისი თანამზრახველები!“, – წერს  მიტროპოლიტი ეპიფანე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,427 ნახვა
%d bloggers like this: