პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა

სერბეთის პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

ვუჩიჩმა ამ გამარჯვებას ქვეყნის ისტორიის უნიკალური თავი უწოდა, რადგან ის ერთადერთია, ვინც პირველ ტურში ორჯერ მოიპოვა გამარჯვება. მისივე თქმით, მან ამომრჩეველთა ხმების 60 % მიიღო.

ვუჩიჩმა პირობა დადო, რომ ქვეყანა ევროსაბჭოში გაწევრიანების კურსს გააგრძელებს, ასევე გააგრძელებს მეგობრობას ტრადიციულ მეგობრებთან და ნატო-ში გაერთიანებაზე იტყვის უარს. 

„სერბეთში სკოლის სასწავლო კურსიდან დოსტოევსკის არასდროს ამოიღებენ, რადგან ის მსოფლიოს სხვა დანარჩენ მწერლებზე დიდია. არავინ მოხსნის ოპერის რეპერტუარიდან ჩაიკოვსკის, რადგან ამას არანაირი საღი აზრი არ ახლავს“,-განაცხადა პრეზიდენტმა. 

არჩევნების შედეგების კომენტირებისას, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა უკრაინის კრიზისმა. 

„უზარმაზარი იყო უკრაინის კრიზის გავლენა. სერბეთის პროგრესულმა პარტიამ ჯამში შედარებით ნაკლები ხმა მიიღო იმის გამო, რომ ამომრჩეველს არ ეკეკლუცებოდა. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ მთავრობის ფორმირებისას და უპირატესობას მივანიჭებთ მათ, ვინც ჩვენი ხალხის განწყობით ბოროტად არ სარგებლობდა, რეალურად კი, არასდროს არაფერი კარგი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, სერბეთის პოლიტიკური კურსი გულისხმობს ევროკავშირში გაერთიანებას, მოსკოვთან და ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას, ასევე კავშირების განვითარებას ვაშინგტონთან. ბელგრადი მოწოდებულია შეინარჩუნოს სამხედრო ნეიტრალიტეტი, უარი თქვას ნატო-სა და სხვა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებში გაერთიანებაზე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,392 ნახვა
%d bloggers like this: