პოლიტიკა

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის გზებს, რომელიც საქართველოზე გადის

საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. რათა გვერდი აუარონ სანქციებს, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის გზებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ შეუშალონ ხელი კონტრაბანდისტების საქმიანობას”. – აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის სამსახურის თქმით, განიხილება საქართველოსადა რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,367 ნახვა
%d bloggers like this: