უცხოური მედია

უკრაინული მედია: ბუჩაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა რუსეთის 64-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ, მეთაური – აზურბეკ ომურეკოვი

უკრაინული მედიის ინფორმაციით,  კიევის ოლქში, ბუჩაში სამხედრო დანაშაული რუსეთის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ ჩაიდინა.

მათივე ინფორმაციით, მოხალისეებმა იპოვეს ბრიგადის მეთაურის მონაცემები.

ბრიგადის  მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვი.

კიევის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს ქუჩაში დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები.

ქუჩებში დახვრეტილი მოსახლეობა ხელებშეკრული და ნაწამებია. ოფიციალური ინფორმაციით, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,286 ნახვა
%d bloggers like this: