უკრაინა, რომელიც რუსეთთან ომშია ჩაბმული, პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმას ამუშავებს, რათა როგორმე შეცვალონ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა და ახალი მთავრობა რუსეთთან ომში ჩაებას,-ამის შესახებ სოციალური ქსელის პლატფორმა „ლიდერი 41“-ის ადმინისტრატორი დავით თორდია წერს.
მისი თქმით, ამისთვის უკრაინელები არახამია-ადეიშვილის მეთაურობით, ყველა რესურსს ხმარობენ და ყველაფერს აკეთებენ, თუმცა მათი პრობლემა ქართველი ხალხია.
„გუშინ ისიც კი აღიარეს, რომ საქართველოში უკრაინული დაზვერვა თავისუფლად დასეირნობს, ასევე აქვთ მედიარესურსი ნაცნოძრაობის ტელევიზიების სახით, აქვთ ფული – დაფინანსება, ჰყავთ ფულზე გაყიდული დამქაში ნაცდეპუტატები პარლამენტის შიგნით და გარეთ. ერთი სიტყვით, ყველანაირი რესურსი აქვთ საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, თუმცა მათი პრობლემა ისევ და ისევ ქართველი ხალხია, რომელიც ფიქრობს, რომ პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატარებს სწორ პოლიტიკას, რომ საქართველოს ომი არ ჭირდება.
რაც შეეხება ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ქმედებებს, დროა, საქართველოს მთავრობამ მოახდინოს რეაგირება და ცვლილებები შეიტანოს საქართველოს პარლამენტში – რათა აღდგეს ქვეყნის ღალატის მუხლი და ყველა სახელმწიფოს მოღალატე და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი საქართველოს მოქალაქე მისცეს პასუხისგებაში”, – წერს დავით თორდია.