სრულიად შემეცვალა შთაბეჭდილება უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე, რომლის მიმართაც სიმპათიით ვიყავი განწყობილი – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„სრულიად შემეცვალა შთაბეჭდილება უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე, რომლის მიმართაც სიმპათიით ვიყავი განწყობილი. რომელ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში წერია, რომ სხვა ქვეყნის მთავრობას ესაუბრებოდე ტელეეთერის მეშვეობით, უყენებდე უმძიმეს და დაუსაბუთებელ აბსურდულ ბრალდებებს, და თან აქაურ მოქალაქეებს მოუწოდებდე თქვენს მთავრობას ჭკუა ასწავლეთო. ეს არ მართლდება არაფრით!!!“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.
Facebook Comments Box