„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ცერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელი აქციის ფოტოს აქვეყნებს და აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის.
„გუშინდლამდე ამაზე დაფიქრების დრო არ მქონდა – შედეგზე ვიყავი ფოკუსირებული.თანაც, სულ სამი ადამიანი რომ ყოფილიყო, ის შინაარსი, რაც შევქმენით, ამ სამ ადამიანთან ერთადაც ყველაზე ძვირფასი იქნებოდა – ყოველთვის შინაარსზე ვაგებ და ამიტომ თავებს არ ვითვლი. მომავალშიც შინაარსზე ავაგებთ, შინაარსი იქნება ცენტრი. მაგრამ შიშველი ფაქტი ისაა, რომ ევროპული საქართველო 2017 წელს შეიქმნა და ამხელა ღონისძიება, ამდენი ხალხით არასოდეს ჩაუტარებია. იმიტომ კი არა რომ არ უნდოდა. ვერ ატარებდა.
მიყვარხართ ყველა, ვინც გვენდეთ და ჩვენ თქვენს ნდობას არასოდეს გავაცრუებთ. არასოდეს თქვენს მანიპულირებას არ შევეცდებით, ყოველთვის დაგახვედრებთ იმას, რასაც დაგპირდით. მოკლედ, ისე მოგექცევით, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ და ჩვენ ძალიან “ახირებული” ხალხი ვართ – ასე რომ you’re safe with us!
P.S. გიგამ შარშანვე დიდი მადლობით გააცილა მისი თანაგუნდელები, რომლებიც ლუკაშენკოობაში ამხელდნენ, აბრალებდნენ, რომ ის პარტიაში სიახლეებს და ახალგაზრდებს ბლოკავს და პარტიის გარდაცვალების შესახებ ცნობებს ავრცელებდნენ მე ახლა გადაგიხდით უზარმაზარ მადლობას, რომ მიხვდით, რომ თქვენი ადგილი გიგა ბოკერიასთან არ არის და ამისთვის ძალიან, ძალიან პატარები ხართ.“,-წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.