სამართალი

ის, რაც ჩემთან მიმართებაში ხდება, არის საუკუნოვანი სირცხვილი

საქართველოში ბოლო თვეებში ვინც ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე,-ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რეალობა- საქართველოს მთავრობას არსად იღებენ, აქ კი, ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე.

„იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება, ამ გლობალურ ომში, საქართველოს ჰყავდეს ტყვედ აყვანილი პუტინის პირადი ტყვე. ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე არ არის საუბარი, მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც თავს ქართველად მიიჩნევს – ის, რაც ჩემთან მიმართებაში ხდება, არის საუკუნოვანი სირცხვილი. მეგობრებო გამოვფხიზლდეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ჩამოვიფერთხოთ ეს სირცხვილი, ეროვნული კონსოლიდაციით, სიძლიერით, სიმტკიცით და სიმშვიდით. მე აქ კი არ უნდა ვიჯდე, მე ვიცი, როგორ უნდა გავზარდო ბიუჯეტი, მე ვიცი, როგორ მოვთოკო ინფლაცია, მე ვიცი, როგორ გავზარდო შემოსავლები, სამუშაო ადგილები. ჩემი სტიქიაა ახალი ქალაქების, ახალი რაღაცეების შექმნა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,629 ნახვა
%d bloggers like this: