პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: არავის შერჩენია სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთბობა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთბობა არავის შერჩენია.

“ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, გვყავს ერთი კაცი რომელიც უფრთხილდება თავის უსაფრთხოებას და სახელმწიფო ინტერესი, ეროვნული ინტერესი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის ღირსება საერთოდ არ აინტერესებს.

სანამ ჩვენ ამას არ გავითავისებთ, პოლიტიკაში ვართ, ბიზნესში, თუ უბრალო ადამიანები, სანამ ამას არ გავითავისებთ რომ ასე ცხოვრება არის ძალან სახიფათო, რადგან არავის არცერთ ურთიერთობაში არ შერჩენია ორ სკამზე ჯდომა, არავის არ შერჩენია სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთბობა. არავინ არ აპატიებს, განსაკუთრებით სტრატეგიულო პარტნიორები, იმ ლაჩრულ განცხადებებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს”- განაცხადა ხაზარაძემ  “ტვ პირველთან” საუბრის დროს .

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,786 ნახვა
%d bloggers like this: