პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: მტკიცებულება თუ ვერ იქნება, ის ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს

Nusagi

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი თვალსაზრისით, შეფასებას მოითხოვს. შეფასებას მოითხოვს რამდენად კორექტული, სამართლიანი და არგუმენტირებული შეიძლება, იყოს. ყველა ამ თვალსაზრისით, ამ განცხადებას გარკვეული პრობლემა აქვს და ამის შესახებ ითქვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, სადაც მკაფიოდ იყო არა უბრალოდ უარყოფილი, არამედ პრაქტიკულად გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს რაიმე საფუძველი ჰქონდეს“, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

„რა მდგომარეობაშიც ახლა უკრაინა იმყოფება, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გარკვეულ სიფრთხილეს გვავალდებულებს და მეორე მხრივ, გვზღუდავს შესაძლებლობაში, რელევანტურად წარვმართოთ შემდგომი პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით. რაც შეეხება განცხადებას, რომ მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდეს. მეტსაც გეტყვით, დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება. მტკიცებულება თუ ვერ იქნება, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ. ამას ბოდიშის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი არ ვამბობ, უბრალოდ, მეტი სიცხადე შევა ამ შემთხვევაში, ურთიერთობებში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,195 ნახვა
%d bloggers like this: