პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაც. მოძრაობისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან, ჩემი ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” “პარტიულმა ტელევიზიებმა” მისი განცხადება არასწორი კონტექსტით გააშუქეს და ეს ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებაა.

„ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაც. მოძრაობისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან.დღეს, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ნაც. მოძრაობის პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!

ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები.

ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი.

რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება!“,-წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,299 ნახვა
%d bloggers like this: