საგარეო პოლიტიკა

„აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება – ვიაჩესლავ ვოლოდინი

Nusagi

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აშშ-ისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ტელეგრამზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვაშინგტონის გეგმები ჩაიშალა“

„შეერთებულმა შტატებმა ვერ მოახერხა რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება, რუსეთის ფედერაციას შეუძლია შეასრულოს ყველა ვალდებულება, ხოლო სანქციები აზიანებს თავად შეერთებული შტატების მოქალაქეებს. 

ვაშინგტონის გეგმა ჩაიშალა. ჯოჯოხეთურმა სანქციებმა არ გაამართლა. ისინი ელოდნენ ეკონომიკის კოლაფსს, რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზებას. ეს არ გამოვიდა“, – აცხადებს ვოლოდინი. 

ვოლოდინის თქმით,  რუსეთის ფედერაციას საკუთარ ანგარიშზე სახსრები გააჩნია იმისთვის, რომ სანქციების პირობებშიც კი სრულად შეასრულოს ვალდებულებები. 

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმნილი ვითარება მხოლოდ მათ მოქალაქეებს „ურტყამს“, – აღნიშნა ვოლოდინმა და დასძინა, რომ „ანტირუსული სანქციები ძირს უთხრის დოლარის მიმართ ნდობას“. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,803 ნახვა
%d bloggers like this: