საზოგადოება

გია დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ ჰპოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს – დათო მაღრაძე

„ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“, – ასე ეხმაურება პოეტი დათო მაღრაძე ფიზიკოსს გია დვალის განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან მართულია

„ბატონმა დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ ჰპოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს. ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“, – აღნიშნა მაღრაძემ.

ინფორმაციისთვის, ფიზიკოსმა გია დვალმა „მთავარი არხის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა „სინდისგარეცხილია“ და პროპაგანდით ცდილობს შიშის ჩანერგვას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,312 ნახვა
%d bloggers like this: