უცხოური მედია

„ვინ უჭერს მხარს რუსეთს?“ – The Economist-მა საქართველო „დასავლეთისკენ მიდრეკილ“ ქვეყნებში შეიყვანა. ინფოგრაფიკა

Nusagi

The Economist-მა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით შეადგინა რუკა, რომელზეც დასავლეთისკენ მიდრეკილი, რუსეთისკენ მიდრეკილი და ნეიტრალური ქვეყნებია ასახული, საქართველო კი „დასავლეთისკენ მიდრეკილი“ ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა.

„უკრაინაში შეჭრით ვლადიმერმა პუტინმა მსოფლიო გაყო. დასავლეთმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის პრეზიდენტს ერთიანი ფრონტი გაუხსნეს. კოორდინირებული ქმედებების, მათ შორის სანქციებისა და საბანკო შეზღუდვების შედეგად, დაზარალდა რუსეთის ეკონომიკა, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც რუსეთს რაღაც დონეზე ეხმარებიან. The Economist Intelligence Unit-მა შეაფასა მსოფლიო ქვეყნების მთავრობების ქმედებები, რათა დაეყო მსოფლიო სამ კატეგორიად: დასავლეთისკენ მიდრეკილ, რუსეთისკენ მიდრეკილ და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალურ ქვეყნებად“, – წერს The Economist-ი.

ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ 131 ქვეყანა გამოდის, მათ შორის არიან ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა. ამასთანავე, მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი „ნეიტრალურ“ ან „რუსეთისკენ მიდრეკილ“ ქვეყნებში ცხოვრობს. რუკაზე ასევე აღნიშნულია რუსეთის დამგმობი და რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,195 ნახვა
%d bloggers like this: