პოლიტიკა

ლევან იოსელიანი დმიტრო კულებას განცხადებაზე: ვინ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები? – ალბათ, იმ მხარემ, ვინც ბრალი დაგვდო

Nusagi

ვინ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები? – ალბათ, იმ მხარემ, ვინც ბრალი დაგვდო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას.

„ამაში არის საქართველოს ხელისუფლების ბრალიც, რადგან მთელი რიგი გზავნილები შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო და ეს ყველაფერი ასე არ წარმართულიყო. ეს ის საკითხია, სადაც მტკიცებულებების გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება რთული იქნება. ვინ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები? – ალბათ, იმ მხარემ, ვინც ბრალი დაგვდო. თუ ჩვენს მხარეს რაიმე აქვს წარსადგენი, კარგი იქნება, თუ წარმოადგენს და ამ ყველაფერს უფრო ნათელს გახდის პირველ რიგში ქართული საზოგადოებისთვის, ხომ არ ხდებოდა რაიმე იარაღის მიწოდება რუსეთისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,078 ნახვა
%d bloggers like this: