უცხოური მედია

პუტინი ამბობს, რომ სანქციები არის ფასი, რომელიც რუსეთმა თავისუფლებისთვის უნდა გადაიხადოს

კრემლი იყენებს იგივე ნარატივს, რასაც წინა სანქციების დროს საპასუხოდ იყენებდა და დასავლეთს ადანაშაულებდა იმაში, რომ სანქციების დაწესებისთვის საბაბს ეძებდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას თქვა, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში აწარმოებს ეკონომიკურ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეარყიოს მისი განვითარება.

მედიასაშუალება წერს, რომ პუტინი ცდილობს რუს ხალხს უთხრას, რომ ისინი, ფაქტობრივად მსხვერპლი არიან და არავითარი კავშირი არ აქვთ იმასთან, რაც უკრაინაში ხდება. 

მისი თქმით, დასავლური სანქციები არის ფასი, რომელიც რუსეთმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უნდა გადაიხადოს.

„კრემლის ნარატივი არის, რომ ეს არ არის ომი – ეს არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც შექმნილია უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები რუსულენოვანი ხალხის ინტერესების დასაცავად. ომში კარგად ჩანს რუსეთის როგორც აგრესორის ნამდვილი სახე. რუსებს ეუბნებიან, რომ უკრაინას სურს სცადოს და გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი. 

რაც შეეხება ბუჩას კადრებს, ამას ზოგიერთი რუსი ხედავს, მაგრამ მათ ეუბნებიან, რომ ეს ყალბი და ინსცენირებული ამბებია. ძალიან რთულია ინფორმაციის სხვა წყაროებზე გადამოწმება რუსეთში, თუნდაც სოციალური მედიის არხებზე – ბევრი მათგანი დაბლოკილია…. და მაინც ამდენ რუსს სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან“, – წერს BBC. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,223 ნახვა
%d bloggers like this: