რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს
რუსეთის არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა, რომელიც ბუჩაში ხოცავდა და აწამებდა მშვიდობიან მოქალაქეებს, უკრაინაში დაბრუნდებიან.
დაზვერვის წყაროების თქმით, რუსული სარდლობა ამ ქვედანაყოფში პერსონალის როტაციას არ აპირებს და კვლავ ფრონტის ხაზზე გადააგდებს.
4 აპრილის მდგომარეობით, ბრიგადა უკრაინიდან ბელორუსიაში გაიყვანეს და ქალაქ მოზირის მახლობლად იმყოფებოდა. 6 აპრილისთვის პერსონალი სარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთში, ბელგოროდში მოხდება.
ორდღიანი შვებულების შემდეგ ისინი გეგმავენ უკრაინაში დაბრუნებას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ხარკოვში.
ასეთი განრიგი მიუთითებს იმაზე, რომ „64-ე ბრიგადა“ ელოდება „სპეციალურ დავალებებს“, მათგან პირველი – უკრაინის მცხოვრებლების დაშინებაა.
დაზვერვის თანახმად, მათ, ვინც ბუჩაში გენოციდი ჩაიდინა, შეიძლება გაიმეორონ სხვა ქალაქებშიც.
„უკრაინის ტერიტორიაზე 64-ე ბრიგადის სწრაფი დაბრუნების კიდევ ერთი მიზანია არასაჭირო მოწმეების სწრაფი განადგურება“, – აღნიშნავს დაზვერვა.
ამჟამად, უკრაინელი და საერთაშორისო გამომძიებლები ადასტურებენ რუსი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უამრავ დანაშაულს.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვერცერთი დამნაშავე ვერ გაექცევა სათანადო სასჯელს.