,,ვისაც არ უნდა, არც გაიგებს, ვინც იცის და მაინც უნდა, იმას რა ვუთხრა და მოგმართავთ შუაშისტებს! აი, არც ქოცი და არც ნაცი, ფუჰ ქოცი და ფუჰ ნაცი “სასტავს”, ბლომად მყავხართ ფრენდლისტში: ხომ გახსოვთ: “- დაიჩოქე – არასოდესთვის გამქრალი სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და დახვრეტილი ჟიული შარტავა? ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთს რომ თამაშობდნენ აფხაზეთში, ხომ გაგიგიათ? ანწუხელიძე ხომ გსმენიათ და შინდისის გმირები? ბრძოლის ველზე მიტოვებული მებრძოლების ცხედრების ამბავი ხომ იცით? “წითელი ხიდის” მანევრიც ხომ იყო? და ახლა ბუჩას კადრებს ხომ ხედავთ?
კარგად დააკვირდით და განსაჯეთ, გინდათ გაბუჩებული საქართველო? თქვენს გარშემო ქალები და ბავშვები იხოცებოდეს და გვამები ქუჩაში ეყაროს, გინდათ? ჩვენს ქალებზე და ბავშვებზეა საუბარი, ჯვარი წერიათ !! რით ვერ გაიგეთ, რომ არჩევანი ქოცსა და ნაცს კი არა, მშვიდობასა და ომს შორის არის?!
ჰოდა, ძალიანაც ნუ გამოშუაშტერდებით, “პლიიზ..””-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გელა კურტანიძე