პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატო ამარაგებს უკრაინას იარაღით, მაგრამ არ აგზავნის ჯარისკაცებს, კონფლიქტი უკრაინას არ უნდა გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი

Nusagi

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ის უკრაინას არ გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი. ამიტომ დახმარებასთან ერთად ვმუშაობთ, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მინდა დავიწყო პატივისცემის გამოხატვით და აღნიშვნით თუ რამდენად აღფრთოვანებულები ვართ უკრაინელთა სიმამაცით, ლიდერობით, როგორც პირადად მინისტრ დმიტრო კულებათი, ასევე უკრაინის მთელი მთავრობის, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მამაცი შეიარაღებული ძალებით.

ყოველდღიურად წინ უდგებით რუსულ აგრესიას, რაც შთამაგონებელია მთელი მსოფლიოსთვის. როგორც იცით, ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფდნენ უკრაინის მხარდაჭერას მრავალი წლის განმავლობაში, წვრთნიდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს. ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ მათ აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი , როგორც ეს გაეროს ქარტიაშია წერია.

აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას. ნატო ამარაგებს უკრაინას იარაღით, მაგრამ ნატო არ აგზავნის უკრაინაში ჯარისკაცებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ის უკრაინას არ გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი. ამიტომ დახმარებასთან ერთად ვმუშაობთ, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთაზე“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,505 ნახვა
%d bloggers like this: