უნგრეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს კიევის მხრიდან უნგრეთის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელიც ომთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიციას ეხება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების თანახმად, უნგრეთის მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისგან თავს იკავებს.
„გვესმის, რომ უკრაინელებს სხვა ინტერესები ექნებათ. უკრაინელი და უნგრელი ხალხის ინტერესები უმთავრესია, მაგრამ უნდა ვთქვათ ერთი, რომ არავის აქვს უფლება, შეაფასოს უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება. ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების, ომში თანამონაწილეობისა და უნგრელი ხალხის ნების გამოხატვის შესახებ მწუხარების გამომხატველი განცხადებების გაკეთება მიუღებელია. უკრაინის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ შეურაცხყოფა უნგრეთის მიმართ და უნდა აღიარონ უნგრელი ხალხის ნება“, – განაცხადა სიიარტომ.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას ებრძვის სოროსის ინსტიტუტები, დასავლეთის მეინსტრიმ მედია და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი.