პოსტები სოციალური ქსელიდან

მეტყველებს ლაკონურად, სათქმელს ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს, საუბარი მისთვის ქორეოგრაფიაა -რას წერდა „ფორბსი“ ნონა მამულაშვილზე 2014 წელს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, ნონა მალულაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში მოწყობილ სკანდალს, რა დროსაც მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოპონენტს, გიორგი იაკობაშვილი ეხმიანება.

იაკობაშვილი იხსენებს ჟურნალ „ფორბსში“ 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელში ავტორი ნონა მამულაშვილს ადარებს ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სტილის დიპლომატს.

„წარმოგიდგენთ ვინმე მიშა ბაქრაძის ჟურნალისტური პროდუქტის (ინტერვიუს) ნაწყვეტს, რომელიც გამოქვეყნდა ქართულ “ფორბსში” 2014 წლის 2 დეკემბერს. რესპონდენტის ვინაობა იხილეთ პოსტის ბოლოში:

“ინტერვიუს მსვლელობისას ცხადი გახდა, რესპონდენტის სახით საქმე მქონდა ამერიკულად პირდაპირ, ბრიტანულად პრაგმატულ და ფრანგული სტილის შეგრძნების მქონე ქართველ პროფესიონალთან, რომელიც – როგორც ყველა გამოცდილი დიპლომატი – თანამოსაუბრეს მანამდე უსმენს, სანამ ეს უკანასკნელი სიტყვას დაძრავდეს, თავად კი გონებაში ზუსტად აქვს დადგენილი საკუთარი საუბრის პერიმეტრი, მეტყველებს ლაკონიურად და სათქმელს ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს. საუბარი მისთვის ქორეოგრაფიაა – ცეკვა, რომლის ტემპორიტმსა და მიმართულებას თავად განსაზღვრავს”.

ახლა კი, გეტყვით, რომ ეს არის ინტერვიუ ნონა მამულაშვილთან. როგორც შესავალშია აღნიშნული, ქ-ნი ნონა, თურმე, “აკადემიურ კარიერასაც მისდევდა – 2006 წლიდან 2010 წლამდე ნონა მამულაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი, აკადემიური კვლევების დირექტორი და სწორედ პოლიტიკური იდეოლოგიების ლექტორი იყო (აგრეთვე ასწავლიდა დიპლომატიურ პროტოკოლს, საჯარო დიპლომატიას, საერთაშორისო ორგანიზაციების საგანსა და კონფლიქტების რეზოლუციას)”

ჰა, რავარია? ხომ არის გოჭივით?!

პ.ს. ნონა მამულაშვილს სექტემბერში UFC-ს ეგიდით რამდენიმე ბრძოლის ჩატარება აქვს დაგეგმილი, ხოლო გუბაზ სანიკიძე მაისის ბაშოსთვის ემზადება“,-წერს გიორგი იაკობაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,554 ნახვა
%d bloggers like this: