უცხოური მედია

POLITICO: სენატმა „ლენდ ლიზის“ პროგრამა აღადგინა, რომლითაც მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია

Nusagi

სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამა, „ლენდ-ლიზი“აღადგინა, რომელიც აშშ-ს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწრაფად, დიდ დროსთან დაკავშირებული პროცედურული დაბრკოლებების გარეშე მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას.

როგორც POLITICO წერს, „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.

POLITICO-ს ცნობით, ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნული ტაქტიკა ბოლოს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური კონფლიქტის დროს – მეორე მსოფლიო ომისას გამოიყენეს. მათივე ცნობით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები თვლიან, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ლიბერალური წესრიგისთვის.

მედიის ინფორმაციით, ეს ასევე იმის მანიშნებელია, რომ დასავლურ სამყაროს სჯერა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია გაიმარჯვოს რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.

ოთხშაბათს საღამოს სენატის სხდომაზე მოკლე გამოსვლაში, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ბუჩას ხოცვა-ჟლეტას “სუფთა ბოროტება” უწოდა და დასძინა, რომ რუსული ჯარები უკრაინაში “გენოციდს” ახორციელებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,198 ნახვა
%d bloggers like this: