უცხოური მედია

აშშ-ში რუსულენოვან ქალს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ფსიქიკა შეერყა და  შვილი მოკლა

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში მცხოვრებმა რუსულენოვანმა ქალმა თავისი 8 წლის შვილი გაგუდა და სამართალდამცველებს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მისი ოჯახისთვის აუტანელი მდგომარეობა შეიქმნა. ამის შესახებ „forumdaily“ წერს.

41 წლის ნატალია ჰიჩკოკი, რომელსაც ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ადრე არ ჰქონია, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას მუდმივად თვალს ადევნებდა და განიცდიდა. ტრაგედიის დღეს მან უფროსი შვილის, 11 წლის ბიჭის აბაზანაში დახრჩობა მოინდომა, თუმცა ბიჭი დედას დაუსხლტა და გადარჩა. 

როგორც ქალის ამერიკელი მეუღლე ამბობს, მისი შვილების დედა ბოლო პერიოდში მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა და ამბობდა, რომ „ადამიანები დიდი ქალაქიდან მის ოჯახს გაანადგურებენ“. ასევე შიშობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მას შვილებს მოსტაცებდა და წამებით მოკლავდა.

„მას სჯეროდა, რომ ადამიანები უცნაურად უყურებდნენ და რუსეთის ჯაშუშად მიიჩნევდნენ. ეგონა, შვილებს სოციალური აგენტები წაართმევდნენ“,-ამბობს ქალის მეუღლე.

მკვლელობის შემდეგ ჰიჩკოკმა განაცხადა, რომ სჯობს, მისი შვილები მკვდრები იყვნენ, ვიდრე მუდმივად იტანდნენ დაცინვას. 

მეუღლე ფიქრობს, რომ ქალის პარანოა უკრაინაში გახანგრძლივებული ომის შედეგია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,286 ნახვა
%d bloggers like this: