პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი – საქართველოს ხელისუფლება დღეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ომის პარტიის რეიტინგი ერთი კვირის წინ, არჩევნებზე გამოჩნდა

Nusagi

როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გველაპარაკებიან ორმხრივად – ერთის მხრივ ხელისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, პრეტენზიას გვიცხადებენ სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ დიდ მადლობას ეუბნებიან ქართველ ხალხს, ხომ არ გვავიწყდება, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია „ქართული ოცნება“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო საპარლამენტო არჩევნებზე, 2020-21 წლის ე.წ. რეფერენდუმად გამოცხადებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და სულ ახლახანს, ბათუმსა და რუსთავში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე.

„ბათუმში რამხელა სხვაობით დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და რუსთავში გასაგებია, რა შედეგიც დადგა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები ეთანხმებიან იმ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე და დიახ, სანქციებთან დაკავშირებული საკითხი სწორედ გადის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამას უყურებენ ობიექტურად და აფასებენ ისე, როგორც დამთავრდა ეს არჩევნები. ამიტომ, არ გამოვა, გავყოთ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება დღეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას და ომის პარტია, რომელიც დღეს სამწუხაროდ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, მისი რეიტინგი ერთი კვირის წინ, არჩევნებზე გამოჩნდა“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,029 ნახვა
%d bloggers like this: