„საქართველო უკრაინის წინააღმდეგ ანუ მსოფლიოში ნომერ პირველ საკითხში დგას არასწორ მხარეს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოხერხება უნდა მართლა, რომ საქართველოს ისეთმა თავგამოდებულმა მხარდაჭერმა, როგორიც ლიტვაა ასეთი კრიტიკული განცხადება გააკეთოს და თქვას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ ანუ მსოფლიოში ნომერ პირველ საკითხში დგას არასწორ მხარეს. ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო ამ ომში იქცევა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი და როგორც იქნა, დიდი ზეწოლით ამოღერღა პრემიერ-მინისტრმა, რომ არ მოხდება სანქცირებული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გატარება.“ – გიორგი კანდელაკი
Facebook Comments Box