პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: ჩვენ ვალდებულები ვართ, 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ

„ჩვენ ვალდებულები ვართ, 9 აპრილს დაღუპული გმირების  სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, რომელზედაც 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა მართლაც შექმნეს უახლესი ისტორია. მათ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

ეს არის როგორც ტკივილის, ტრაგიკული დღე, ასევე, დიდი გამარჯვების, ერთიანობის დღე. ათეული წლების შემდგომ, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ასეთი გმირების დაფასება. ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ ადამიანების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ.

საკრებულოსთვის დიდი პატივია საქართველოსთვის თავდადებული, 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფა“, – განაცხადა  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისში 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.

“უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,632 ნახვა
%d bloggers like this: