პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა თუ არა ბუჩაში, ამას თავად გასცემს პასუხს​, ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს ბრალდებებზე ან არ იქნება ბოდიში, მსგავს საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს

Nusagi

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს არ წარმოადგენს ან ბოდიშს არ მოიხდის, პარლამენტის თავმჯდომარის ბუჩაში ჩასვლის საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს.

„პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა თუ არა უკრაინაში, კონკრეტულად ბუჩაში, ამას შალვა პაპუაშვილი თავად გასცემს პასუხს. ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი დაზვერვის ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები ან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ბოდიში, ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად მხარდაჭერას საქართველო აგრძელებს. მესმის მათი მძიმე მდგომარეობის, მაგრამ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რაც გარკვეულ წესებს მოითხოვს და აუცილებელია, რომ ეს წესები დაცული იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოში განაცხადეს, შალვა პაპუაშვილს, ბუჩაში ჩასასვლელად, მიწვევა გუშინ გაუგზავნეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რადას თავმჯდომარის მიწვევა ოფიციალურად არ მიუღიათ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,119 ნახვა
%d bloggers like this: