ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სანქციები წესდება ოლიგარქების, რუსი პროპაგანდისტების, უსაფრთხოებისა და სამხედრო აპარატის წევრებისა და ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ სექტორში არსებული სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან.
გარდა ამისა, სანქციები მოიცავს:
- რამდენიმე რუსული ბანკის აქტივების გაყინვას
- რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვას
- რუსეთში იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს
- რუსეთში ექსპორტის აკრძალვას
- რუსეთიდან 5.5 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტის აკრძალვას: ნედლეული და კრიტიკული მასალები
- რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას
Facebook Comments Box