საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს

Nusagi

ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვალში ორნიშნა-14,6% იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან დამაიმედებელია.

„ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან საიმედო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ჯამში ორივე თვის ზრდა 14,6% გამოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის. ამ ტემპებს შენარჩუნება, აქტიურობა სჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: