უცხოური მედია

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

კრამატორსკის რკინიგზის სადგურიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით სარაკეტო დარტყმის შედეგად 39 კაცი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. მძიმეა არაერთი დაჭრილის მდგომარეობა.

კრამატორსკის მერის განცხადებით, დარტყმის მომენტში, დილის 10:30 საათზე, სარაკეტო დარტყმის დროს, რკინიგზის სადგურში დაახლოებით 4000 კაცი იმყოფებოდა და მათი 90% ხანძშიშესულები, ქალები და ბავშვები იყვნენ.

რუსულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს „ჩვეულებრივ სადგურზე, უბრალო ადამიანებზე, იქ არ იყვნენ ჯარისკაცები”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პარლამენტისადმი გაგზავნილ ვიდეომიმართვაში.

კრამატორსკის რკინიგზის სადგურთან არსებული რაკეტის ნამსხვრევებზე, რაკეტის კუდთან, ჩანს წარწერა „ЗА ДЕТЕЙ”.

რუსეთმა უარყო ბრალდებები მისი ჯარების მიერ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტები, რომლითაც კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე შეტევა მოხდა, მხოლოდ უკრაინის არმიის მიერ გამოიყენება

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმების დროს  სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან დონბასის მაცხოვრებლების ევაკუაცია უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში ხდებოდა.

„რაშისტებმა კარგად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ და რა სურდათ: უნდათ პანიკა და შიში დათესონ, უნდათ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მძევლად აყვანა. რუსეთის ფედერაცია მონსტრებისა და კრიმინალების ქვეყანაა”, – აცხადებს პავლო კირილენკო.

სარაკეტო შეტევიდან მცირე ხნის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ზელენსკიმ დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა „ტოჩკა-უ” რაკეტით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,026 ნახვა
%d bloggers like this: