უცხოური მედია

მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის 10 პროცენტი მაინც, რაც უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა – ეს არის ჩვენი ბრენდი,

Nusagi

სინამდვილეში, ეს ჩვენი ბრენდია – იყო უკრაინელი ნიშნავს, იყო მამაცი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მამაცები ვიყავით. ყველაზე მამაცი მსოფლიოში. ამაში დარწმუნებული ვარ. სხვა ვინ გააკეთებდა იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ? ვის ჰქონდა ამხელა გამბედაობა, გამუდმებით ებრძოლა ტირანიის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ და დაეცვა თავისუფლება? ყველა არჩევნებში, რევოლუციებში და ომში. კიდევ ვის ეყო გამბედაობა ებრძოლა რუსეთის ძალებთან ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე? კიდევ ვის ეყო გამბედაობა, შეუიარაღებელი წასულიყო რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, სადაც რუსებმა დროებით მოახერხეს რაღაცის მიტაცება? კიდევ ვის ეყო გამბედაობა, ეთქვა მსოფლიოსთვის, რომ პირფერობა ცუდი იარაღია? კიდევ ვის ეყო გამბედაობა დაეყოლიებინა უმსხვილესი გლობალური კომპანიები დაევიწყებინათ ბუღალტერია და ეფიქრათ მორალზე? და ესწავლებინა ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის – რაც არ უნდა იყო – იყავი თუნდაც სულ ცოტა უკრაინელი, თუნდაც სულ ცოტა მამაცი. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი ბრენდი. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ჩვენ. იყო უკრაინელი, იყო მამაცი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის ათი პროცენტი მაინც, რაც უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა.

„მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის ათი პროცენტი მაინც, რაც ჩვენ, უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ დაემუქრებოდა საფრთხე. არ დაემუქრებოდა საფრთხე ერების თავისუფლებას. ჩვენ გავავრცელებთ ჩვენს გამბედაობას. ჩვენ დავიწყებთ სპეციალურ გლობალურ კამპანიას. ჩვენ ვასწავლით მსოფლიოს იყოს არა მხოლოდ ცოტათი გაბედული, არამედ გამბედაობით სავსე. როგორც ჩვენ, როგორც უკრაინელები,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,482 ნახვა
%d bloggers like this: