უცხოური მედია

ომის ახალი ეტაპი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირებში დონბასში?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან ჯარები გაიყვანა და გადაწყვიტა, რომ ძალები უკრაინის სამხრეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიისკენ მიმართოს.

პუტინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახლა დონბასია. 

სახმელეთო ომის ანალიტიკოსმა ნიკ რეინოლდსმა უკრაინა-რუსეთის ომის ახალ ეტაპზე გადასვლასა და დონბასში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

იყო თუ არა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ზუსტი, როცა თქვა, რომ დონბასში ბრძოლები შეიძლება მეორე მსოფლიო ომს დაემსგავსოს?

„დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ასეა. უკრაინის ჩრდილოეთიდან გადასროლილი მთელი ძალებით ჩვენ ვიხილავთ შეტაკებას ევროპულ მიწაზე, რომელიც თაობების განმავლობაში აქ არ ყოფილა“. 

შეუძლია თუ არა უკრაინას ტერიტორიების უკან დაბრუნება?

ამ შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარება ნათელი ჯერ კიდევ არ არის. ბევრი უკრაინელი აღფრთოვანებულია რუსული ძალების გაყვანით ჩრდილოეთიდან, მაგრამ სამხრეთში და აღმოსავლეთში რუკა ნელ-ნელა წითლდება. ასე რომ, რუსეთს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქვს გარკვეული წინსვლის იმპულსი უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში.

რამდენად დიდი როლი შეიძლება ითამაშოს უკრაინისთვის დასავლურმა იარაღმა?

დასავლური იარაღის მიწოდება უახლოეს კვირებში აუცილებელი იქნება, მაგრამ ძნელია იმის ცოდნა, თუ როგორ გადაიტანენ მათ უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც იარაღი ყველაზე მეტად არის საჭირო. 

დახვეწილი იარაღის სამრეწველო წარმოების გაზრდა, როგორიცაა „ჯაველინი“, „სტინგერი“, ადვილი არ არის, რადგან მათ რთული მიწოდების ჯაჭვები აქვთ.

„კამიკაძე“ დრონებს შეუძლიათ, რომ ხმელეთზე ვითარება ძალიან მოკლე დროში შეცვალონ“, – განაცხადა ნიკ რეინოლდსმა BBC-სთან ინტერვიუში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,647 ნახვა
%d bloggers like this: