პოლიტიკა

სუმის ოლქი ოკუპანტებისგან მთლიანად თავისუფალია

სუმის ოლქი რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად თავისუფალია, – ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

„რეგიონის ტერიტორია თავისუფალია ორკებისგან, ამიტომ თუ გესმით აფეთქებები (და ძალიან ბევრი იყო ბოლო დღეებში), ეს მაშველები და ტექნიკოსები მუშაობენ. ისინი ანეიტრალებენ რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ საბრძოლო მასალას“, – განაცხადა მან.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან სუმის ოლქის ტერიტორიის დიდი ნაწილი, შესაძლოა, დანაღმული იყოს.

„არ გადახვიდეთ გზის პირას და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ აღჭურვილობას ან ორკების ბანაკებს! მე ვიცი, რომ იქ ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ჯერ არ არის გაწმენდის დრო“, – მიმართა მან რეგიონის მოსახლეობას.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტებისგან მთლიანად გათავისუფლდა კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,245 ნახვა
%d bloggers like this: