უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტს, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების პირადად საჩვენებლად, ბუჩაში იწვევს. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი აცხადებს.
მისი თქმით, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უკვე მიიღო.
„უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა“, – აღნიშნა ანდრი კასიანოვმა.
Facebook Comments Box