საგარეო პოლიტიკა

არ არის გამორიცხული, რომ კიევი და ოდესა რუსეთის შემდეგი თავდასხმების მიმართულება იყოს – დენისენკო

Nusagi

არ არის გამორიცხული, რომ კიევი და ოდესა იყოს რუსეთის შემდეგი თავდასხმების მიმართულება, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„თუ ვისაუბრებთ რუსული ჯარების დაჯგუფებაზე ბელორუსიაში – სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ კიევი იყოს მათი თავდასხმის შემდეგი ეტაპი. ისევე როგორც არ არის გამორიცხული, რომ ოდესა თეორიულად მათი შეტევების შემდეგი ეტაპი იყოს. მაგრამ ახლა ყველა საკვანძო სამხედრო ქმედება იქნება ორიენტირებული დონბასზე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, პრიორიტეტული მიმართულებები იგივე რჩება, რაც ბოლო დღეებში იყო.

„ლუგანსკის რეგიონში ეს არის პოპასნა, რუბეჟნოე, დონეცკის რეგიონში ეს არის მარიუპოლი, რომელიც აგრძელებს მხნედ დგომას და ბრძოლას. და ეს არის მიმართულება სლავიანსკისკენ – კრამატორსკისკენ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,878,394 ნახვა
%d bloggers like this: